kids.ge logo

მელია და მამალი

ფავორიტებში დამატება
ორშაბათ დილა გათენდა,
რა ავი დარი დგებაო,
ეს ჩვენი წუწკი მელია,
საომრად ემზადებაო!

წავიდა იქ მიცუნცულდა,
სადაც მამალი ჯდებაო:
- პატარა ხორცი მიბოძე,
მელას გზა გაევლებაო.

- შენ ჩემს ხორცს როგორ შეირგებ,
ყელს ძვალი დაგადგებაო.
ჩემს პატრონს კარგი თოფი აქვს,
მეხივით გავარდებაო!

- მეც კარგად ვიცნობ შენს პატრონს,
უყვარს მუცელზე გდებაო,
თოფი კაჩხას უკიდია,
ჩახმახი უჟანგდებაო,
თუნდ მუგუზალი დადოს,
მაინც არგავარდებაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიზმარი"წუხელი საზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო? - ალვისხე რომ წამოიქცა, ნეტავ, დედავ, რაო?"- "შვილო, შენი ტანი ...აყვავებულა მინდორიაყვავებულა მინდორი, მწვანედ ბიბინებს სათიბი, შიგ ღალა გამოიძახის, უხდება ჭრელი ქათიბი....არ მარგოარც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორე...ტყის ზღაპარიპატარა ხეს დიდ ხემ უთხრა: „აღარა მსურს მე ხე მერქვას, ვინც არ გინდა, მესტუმრება და უგულოდ მაცლის მერქანს;...ლომო, შე ლომის მოკლულოლომო, შე ლომის მოკლულო, ბუსნის-ჭალაის პირსაო, ვინ შაგიღება წითლადა მხარ-ბეჭი პერანგისაო, ვინ გაგიმეტა სათ...
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ხალხური. ლექსი „მელია და მამალი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026