kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება
,,წუხელ ღამე იმ მამალმა
ყივილით, რომ გათია.
არ იცის, რომ დილის მაცნე
მაღვიძარა სათია?

ახლა ყივილს ვინღა უსმენს,
ნუთუ ვერ გრძნობს, სულ სხვა დროა?
მისი ჟამი წასულა და
აწ არასდროს აღარ მოვა!".

ნუნუკელას სყვედურმა
მამალი კი შეწუხა,
მაგრამ წყენა დამალა და
დამშვიდებით უპასუხა:

მე დაქოქვა არ მჭირდება
და არც დენით გამოკვება,
ჩემს თავს რკინა, რომ არჩი
მაცებს და გული მწყდება.

ვარ ცოცოხალი მაღვიძარა
და ბუნება მომიწოდებს.
ღმერთმა ნუ ქნას ქვეყანაზე
ჩემი ხმა რომ არ ისმოდეს.

რაც არ უნდა ყვავილებით
მოქარგოს მთა და ბარი,
სად მამალი არა ყივის
იქ, სიცოცხლე აღარ არის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუწკი ტურატაში-ტუში, ტაში-ტუში, ტყეში დაძრწის ტურა წუწკი, მონადირე თუ კი ნახა შიშით გული მართლა უკრთის. დღე და ღამე...ბეღურაწუხელ შენ სად გეძინა მოწყენილო ბეღურავ? ალბათ ტანზე მსუბუქად მთვარის შუქი გეხურა. რა სიზმრები მოგგვარა მთ...სოფელიმე თავს მახსენებს ჩემი სოფელი და იქ განვლილი ბავშვობის დღენი, მწვანე მინდორი, ბიბინა ველი, ბებერი მუხა, ტ...წვიმის შემდეგმოდის წვიმა, ჩნდება ნამი; წვება ნისლი დაჰქრის ქარი. დნება თოვლი, დგება წყალი; მოდის მთიდან ნიაღვარი....ფრთაგაშლილი სხივებიმწვანე ფოთლების შრიალში, ველს ჩასთვლემია მძიმედ; ცაზე არ სჩანან ღრუბლები, ფრთა გაუშლიათ სხივებს....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026