kids.ge logo

მკითხავი ქალი

ფავორიტებში დამატება
მკითხავმა ქალმა შემოღო ფრთხილად ჭიშკარი,
ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი.
ჩემს მორჩილებას, დაუფლებას ისე იჩქარის,
თითქოს საშველად მოსულიყოს ეს დალოცვილი.
ჩამიძვრა სულში, გადამიხსნა გულის კარები,
თვალს თვალში მიყრის, გამაშიშვლა, ვერ ვემალები.
შოლტივით მხვდება ყველა სიტყვა, მისი ნათქვამი,
სულ ამერია ერთმანეთში ჭორიც, მართალიც.
ძველ სიყვარულზე ჩამომიგდო სიტყვა არაკად,
თითონ ატირდა, კარტი ისე ალაპარაკდა,
რაღაცას იძენ, ამ დღეებში, რაღაცას კარგავ,
ზუსტად გეტყოდი, მაგრამ კარტში არ ჩანსო კარგად.
შემოგჩენია ეშმაკი და შენზე მწყრალია,
სულმოუთქმელად მისწვდა ჭიქას, წყალი დალია.
ეშმამ გაგწირა, უფსკრულთან ხარ, ცივი ქარი
და გადაგარჩენს ღვთისმშობელი, დედა მარიამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს, ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად, ქარში ვდგავარ, ისე გავითოშე, სატრფოსავით ჩავე...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...საქართველოს დავხატავკერვა უნდა ვისწავლო ამ პატარა თითებით, დედას კაბას შევუკერავ, როცა დიდი ვიქნები. ქსოვა უნდა ვისწავლო ამ პ...ვიდრე დედა გყავსზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026