kids.ge logo

როს ვუკვირდები თავის თავს…

ფავორიტებში დამატება
როს ვუკვირდები თავის თავს
და არ ვემდური მეტადა:
მადლს დავთვლი ათასობითა,
ცოდვა სამ რჩება კენტადა,
მხრები მესხმება, ვიზრდები,
ცად ვიწევ ასაფრენადა;
გაჩნდება სითღაც ნათელი,
გულს ჩამიდგება სვეტადა;
ზღვავდება მწყობრი სიტყვები
ქაღალდზე დასაბღერტადა;
მითრთიან გულის სიმები
სიმოვნების ღმერთადა.


რა ვსთქვა, არ შემიძლიან,
მონა ვარ მაშინ ჩანგისა;
ნაცნობნი მეუბნებიან:
“ჭირიმე შენის ჰანგისა!”
თავადაც მომწონს: სამოდ,
ხმა მწყობრად ადის-დადისა;
ჰქუხს ჩანგი, აღარ ისვენებს,
მეც მხოლოდ მღერა მწადისა;
იშლება, მღერაში დნება
ბუდე ყველა სხვა დარდისა.
ზღვად ვცურავ ნეტარებისა,
წვერი ხელთა მაქვს კალთისა,
უფლის და მისთა მსახურთა
ლოცვა-კურთხევა მამდისა;
კალთაში ვარდი მეშლება,
თავზე მანანა დამდისა.
მადლობელი ვარ მშობლისა,
ჩემის გაჩენის, გაზრდისა.


და თუ ცოდვები მომჭარბდა,
სდუმს ჩანგი, გული ბნელია,
ვცდილობ, რომ ლაღად ვიმღერო,
სიტყვა გავლესო ცხელია;
მაოდ ვტანჯავ თავის თავს…
ვამხელ და გასამხელია:
გივ მარჯვენა და კაცი,
გივ კალამი მჭრელი
დაჩლუნგებულა, დამდგარა,
შემოჰხვევია გველია.
ჯოჯოხეთში ვარ, ვიწვები,
გაჩენის დღესა ვწყევლია.
სე ყოფილა, მგოსანსა
თუ მადლი გამოლია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...პაპიჩემის ანდერძიშვილო, რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვ...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...შემომღუღუნე, ჩონგუროშემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილ...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026