kids.ge logo

მხარი მხარს, მხარი მხარს!

ფავორიტებში დამატება
მხარი მხარს, მხარი მხარს!
კოლექტივო, მხარი მხარს!
ბა, ჰე, აბა, ჰე,
ბა, მივცეთ მხარი მხარს!

წავიდეთ, მოვედოთ
თავისუფალ მთა და ბარს.
მივიდეთ, მივუდგეთ
გაერთინებულ ჯარს.

რიქა, არიქა,
ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს.
რიქა, ბობოლა
ძველ ღობეებს უვლის გარს.

ბა, ჰე, ქალაქო,
ველით მანქანების ღვარს.
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს!

წავიდეთ, მივხედოთ
ცეცხლმოდებულ მთა და ბარს! -
დროშებით მივუდგეთ
გაერთინებულ ღარს.

ვინ ნახავს რამე დარს,
ხალ საქართველოს დარს,
მეხი მეხს, ქარი ქარს!
ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...მღვრიე ქარითოვლის მხარე, ნისლიანი მთა და ბარი. მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი... ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქ...დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილითდღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით, ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები, ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით, მე დამუნჯებით ცას...ეს მშობლიური ქარიაI შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი ქარისა აქანე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026