kids.ge logo

ხვალემ იზრუნოს ხვალისა

ფავორიტებში დამატება
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ აღოს ღვინისა,
წყალმა წაღოს წყალისა!

არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაღოს “დიდება”,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

გულმა მიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიღოს ღვინისა,
წყალმა წაღოს წყალისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა ცაა!შეხედე, რა ცაა! - ეს არის, რაცაა! შეხედე, ამ მხარეს! - ზღვით დილა გვახარებს! შეხედე, რა ზღვაა! ო, ეს ზღვა...აკაკის ლანდიმდუმარე მხარეს შორი მთებისას დაჰხარის ღამე და ანდამატი. იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა, გამოჩნდა მაღალ პოეტ...მერის თვალებითეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე, დახურულია გული, როგორც საკანი რამე. თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედ...გაგონდება თუ არა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვა...ქალავ!გულო, ოცნებას მალავ! ცაო, ლურჯდება ზოლი! ვაჟი: - დაიცა, ქალავ! ქალი: - დაგიბრმა თოლი! შორით ბრუნდება წყალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026