kids.ge logo

მკითხავი ქალი

ფავორიტებში დამატება
მკითხავმა ქალმა შემოღო ფრთხილად ჭიშკარი,
ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი.
ჩემს მორჩილებას, დაუფლებას ისე იჩქარის,
თითქოს საშველად მოსულიყოს ეს დალოცვილი.
ჩამიძვრა სულში, გადამიხსნა გულის კარები,
თვალს თვალში მიყრის, გამაშიშვლა, ვერ ვემალები.
შოლტივით მხვდება ყველა სიტყვა, მისი ნათქვამი,
სულ ამერია ერთმანეთში ჭორიც, მართალიც.
ძველ სიყვარულზე ჩამომიგდო სიტყვა არაკად,
თითონ ატირდა, კარტი ისე ალაპარაკდა,
რაღაცას იძენ, ამ დღეებში, რაღაცას კარგავ,
ზუსტად გეტყოდი, მაგრამ კარტში არ ჩანსო კარგად.
შემოგჩენია ეშმაკი და შენზე მწყრალია,
სულმოუთქმელად მისწვდა ჭიქას, წყალი დალია.
ეშმამ გაგწირა, უფსკრულთან ხარ, ცივი ქარი
და გადაგარჩენს ღვთისმშობელი, დედა მარიამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საყვარელო მამულო!საყვარელო მამულო, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ; გულმა მხოლოდ შენი მზე, შენი მიწა იწამა. შენს გაზაფხულს ვუმღერი...სხვაგან არ მეძიოთმე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ, ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მე...თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...ილაპარაკეთჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კა...საქართველოს დავხატავკერვა უნდა ვისწავლო ამ პატარა თითებით, დედას კაბას შევუკერავ, როცა დიდი ვიქნები. ქსოვა უნდა ვისწავლო ამ პ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026