kids.ge logo

ილაპარაკეთ

ფავორიტებში დამატება
ჩემზე ჰყვებიან
თას ამბავს,
რამდენ არაკებს,
მაცალეთ ცოტა,
ჭორ-მართალში
სული მოვითქვა,
ლაპარაკეთ, ჩემო კარგო,
ლაპარაკეთ,
იქნებ საერთოდ
ლაპარაკის ჟინი მოიკლათ.
ზეგანის თავზე
სულმწყურვალე
პეშვით დავხრილვარ,
და კორწოხებში
ფეხშიშველას მაწვიმ-მათოვა;
საკუთარ თვალით
დანახავს თურმე ვიღაცას,
ერთ ღამეს როგორ
გამიტაცა ღრუბელთ ბატონმა.
ღამეს ვარსკვლავთა
ქარავანში ახლაც გავათევ,
ცასა და მიწას ჩავეხვევი
თავდავიწყებით,
ლაპარაკეთ,
ჩემო კარგო,
მე ახლაც მიყვარს,
ტრფობის ცეცხლით ახლაც ვიწვები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...დედაენადედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო. დედაენა, სიტყვის კონა, მ...ოღონდ შენ გამიღიმეოღონდ შენ გამიღიმე და, გამიღიმილე ცისკარი, შენ მყავდე გულის იმედად, შენ მყავდე დასაფიცარი. ოღონდაც ისე გა...ვის რა უყვარს- დათუნიას თაფლი მოსწონს და ტყე-ღრეში დანდალი. - ფისუნიას რაღა უყვარს? აბა მითხარ მართალი? - ჭყინტი ყველი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026