kids.ge logo

მზე-ჭაბუკ ორბელიანზედ

ფავორიტებში დამატება
თინას აღზრდილს აქებდეთ,
ალვად ანორჩვით ასულსა,
ბნელ ბათა ბრკვილობა,
ბრანძვ-ბაბაჭუა, ბასრულსა!
გონჯნი გუგანი გაშვენის
გახრილად გვერდზედ გასულსა!
დახე, დაღრეჯით დამჩაჩულს,
დედლურის დრეგით დასმულსა!

ეშმაკსა ელაციცება,
ეს ედარება ეროდეს;
ვასილისკურად ვაგლახი
ვერას ვამგზავსეთ ვეროდეს!
ზარიფსა ზანანობასა
ზურგი ზევიდგან ზვეროდეს;
ჱერანელთ ჱეკვირვებოდეს,
ჱესეთი ჱესმის, ჱეროდეს!

თბილისად თემობს თხუნელა,
თითები თლილებ თოხია;
კუნტვის, იცხოვების,
ტანჯვის, იგოგროხია,
კუჭნი, კერპულად კლაკნილნი,
კიდია კუზი, კოხია,
ლურჯის ლაშებით ლაქლაქებს,
ლოქია, ლოვი ლოხია.

მე მიკვირს, მისმა მამამა
მანკითა მგზავსა მელასა,
ნაკრუსმან ნასკვა ნაბღუნძად:
"ნასავსო ნუ ნათელასა!"
ოსმალებრ ოსრავს ოდითგან,
სურად ორომელასა;
პირველ პრაწითა პირეღო
პაპუნას პირსა პრტყელასა

ჟამებ ჟიდეს ჟიობდეს,
ჟინინობით ჟიობდეს;
რებითა რებდეს, რიობდეს,
რას როვებს რაკრაკ[ი]ობდეს:
სიბოროტითა სიდეს,
სიე სიმრუდით სტკიდეს;
ტ...სა ტანჯვითა ტიროდეს,
ტ....ცუნს ტატიდეს.

კუღმართობს, უგლიგარჯობს,
კანიდგან უცხოდ უში;
ფინთსა, ფსვენსა, ფოლორცასა,
ფან ფალაებს ფიცხად ფუში;
ქედ ქიცვია-ქამულასა
ქამისკენ ქონან ქუში;
ღადუობს, ღაბუობს
ღადარა[ი] ღამის ღრუში.

ყელ ყვიციანმან, ყარამან,
ყაფლანიანთა ყარამან,
შებღუნძვით შეშფოთებულმან,
შირვანიელთა შარამან,
ჩაგესლილმან, ჩაბანდულმან
ჩიჩვი-ჩაჩახვის ჩარამან,
ცუნცულამან, ცაცუმა,
ცუგრუმელა-ცანცარამან.

ძუნძულაობს, ძაღლუობს,
ძუმძეხაობს, ძღარბუობს;
წერწეტაობს, წაწუობს,
წარბდუნძვილი წარბუობს;
ჭეჭელაობს, ჭაკუობს,
ჭირ-ჭმუნვითა ჭაბუობს;
ხან ხმითაცა ხახუობს,
ხან ხელურად ხარბუობს.

ჴრინწინობს ჴრინკინობს,
ჴელსა ჴმარობს ჴდლურის ჴაფით;
ჯინობს, ჯირგობს, ჯორჯი-ჯდუნა,
ჯალაფს ჯიქობს ჯორსა ჯაჩვით;
ჰაი რა საძაგელია:
თემი დასდევს უკან დაფით;
ჵი საკიცხველი კაცთაგან,
სადევნელი მუდამ ლაფით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...ასპინძის ომზედასპინძის მიწა გიწამებს, - ურგებ არს ჩემგან თქმულები! რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა, დარაზმულები; მუნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026