kids.ge logo

გამტყორცა სოფელმა

ფავორიტებში დამატება
გამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა;
დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად!
რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი;
სიცოცხლეს ღა ვჰპოებ ძნელად და ძნელად!

ვინ ჰპოვა სოფლისგან ბედნირება?
ვინცა სცნობს წყეულსა, - დაეკრძალება!
ნუგეშოს მართებს მართლად ვაბა,
სტიროდეს და რბოდეს ველად და ველად!

მიჯნურთაგან რა გსურს, წუთი-სოფელო,
ყოველთა მოლექსეთ დამდუმებელო?
ჩემებრ ბედ-წარსრულზედ გინდ ისახელო?!
დამსვი გულ-მდუღარედ, მწველად და მწველად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...იადონს ის ევარდაიადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!" შავმან შაშვმან ი...შევკრთი, როს ვნახეშევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბ...მოვედ აწ ძმაომოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად: მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026