kids.ge logo

მშვენიერთა ხელმწიფევ

ფავორიტებში დამატება
მშვენიერთა ხელმწიფევ,
მკლავ სიშორით შენითა!
კვნესის გული საკვდავად,
მსწრაფლ მჩივარის ენითა!

შენ მოგშორდი, მკურნალო, -
ვითარ მექნას შვებანი?
ნაცვლად შენსა ვინ ვჰპოვო,
მამცეს ჭმუნვის შვებანი?

შორით მჭვრეტი, მოსწრაფე,
სული შენკენ ფრინვალებს!
დეს თვალნი შენ გადგეს,
ყოვლად განაბრწყინვალებს.

თუმცა მომკლავ ტრფიალსა,
დაგგმობს დასნი მწყაზართა!
უმჯობეს არს, მავაჭრო
ჩემებრ ოზვრის ბაზართა!

შენთან ყოფნა მცირეს ჟამს
მოცემს რასმე ლხენასა.
მე გაქებ, - და შენ მტანჯავ?!
რისთვის იხშავ სმენასა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...იადონს ის ევარდაიადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!" შავმან შაშვმან ი...სტვენს ბულბულისტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026