kids.ge logo

მირიან ბატონიშვილს

პირველი

ფავორიტებში დამატება
კრემენჩუკს გრიგოლ უწოდა
სახელად: "სახლო უკარო".
მენიშნა, დავრთე ნებანი,
თანხმობით თავი უკარო.
ყოვლის სოფლისა დესპანნი
აქ ყრია განაფხუკარო.
დაბმულთა ღორთა გვამსგავსებთ,
რომ გვნახოთ განატრუკარო!

„აოს თეოს, აიოს“, -
მას ხშირად ხმობს გაოს;
სტეფანა უტირაცუებს,
შეწყობს ტაღის ხმაოს;
მაორს ზილი წილად ხვდა,
სულით სულის დგმაოს;
ბასისტად მანუჩარ გვრგვინავს
ყვავის ხმით, „ვალალ ვაიოს.“

რანით ელჩი ამაყი
აწ თუ არ იცით ვითაო!
მიმოდაწრწინით იბღუნძვის
ქურთუკის კუდის გვითაო.
დარბანდით მირზა-სადუნი
მალ-მალ ვლის ალთაფითაო;
მარცხენა წვივი გაუსქდა
ამ მყრალსა სიმსივნითაო.

ყაზი-ყუმუხის პოსლანიკთ,
ორთავე ბედით ალიათ,
შუღლი შეექნათ იფათ
ამ უბადრუკებს, მყრალიათ;
ყველა შეიქნა უეჭვად
თავისად დამაბრალიად;
ხინკალი შაქრად ეგონისთ,
ქუმელი ხოხბის ყალიად.

მე ჩემი რაღა მოგითხრა?
ვხი და მოგელის გულია;
თუმცა ვეღირსე ხილვასა,
თაყვანსა შეგზღვნის სულია!
პატავ, გებრალებოდე:
ხსნილდება, მანდ არს გულია!
რამდენჯერ დამი აღოს,
გახსოვდე დაკარგულია!

სე ასეთი მით გკადრეთ,
თქვენც გტყორცოთ ელისაბედით;
მის მეტს რაღას დავკვესდით,
მ[ი]ყვენით ძველის აბედით!
ვთქვით: "თავი აღარ ვაწყინოთ,
მეტი რამცა ვინ გავბედით?"
კრულმცა[ა] ამა ქალაქსა
მომსვლელი თავით და ბედით!

გიორგი, გრიგოლ,
ერთად თავლიგოლ;
გლახა, თამაზა,
ერთ-ორ ლამაზა;
გოგი და ციბა,
სხვას არ დავეძებ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დავით სარდლისადმისარდარო! ყარიბი. აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს, სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამ...რა გული დავაგე შენად სარებლადრა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით! ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად, მისთ...დედოფალს ანაზედვარ უცხო ვინმე ყარიბი, ამა სიტყვითა მხმობელი, ამა მუხთლისა სოფლისა მაგინებელი, მგმობელი: მონა ვარ მისი მუ...გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026