kids.ge logo

დედოფალს ანაზედ

ფავორიტებში დამატება
ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
მა სიტყვითა მხმობელი,
მა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი, -
გია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!
ფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
„შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!“
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
გარს უდგენ თანის-თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?
ცნობა მიმიღო და გული,
სევდით შემზღუდა ანამან;
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
და წელთა მიმოტანამან;
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
აპკურა ცრემლი, ანამა.
ჯობს, რომ არ ყვანდეს მიჯნური,
ან მოკლას ამისთანა მან!
გუნდი მოცინარობს:
„მარგალიტნო, მიახელთო!“
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს,
ველს განაბნევ დია ხელთო!
ნეტართაო ქონდეს ეს გზად;
ვიცადი გიახელთო.
მიმიღო ცნობა, -
არ ძალმიძს მკობა, -
ჩემმა ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან!
შემოსა ხელი,
ითნო სახელი
მისმან მგვანემან პაწაწანამან;
ალხინა გული,
წყლულ-დადაგული,
წყალობიანმან მისმან შანამან.
თქმულია ძველად:
„ვინც იყო ხელად,
ატრფე და მოგკლას ამისთანამან!“
ხელმწიფევ, გული
შენთან-ა ბმული,
წყალობინად მომცემო შვების!
ნაზად ვინ ირთვი,
პირი მიირთვი
სიკვდიდმდე მტკიცე შენთა ნახლების!
თუმცა [რა] გცოდე,
ვიყო შემცოდე,
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
გიმუხთლო, ესე
ვიყოცა მკვნესე,
შენგანცა კიდე ვიყო-ცა სხვების!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტანო ტატანოტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვ...მნათობთადმიჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო: რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო, ან არ კეკლუცნი ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...შავნი შაშვნიშავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა ...შევკრთი, როს ვნახეშევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026