kids.ge logo

შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასა

ფავორიტებში დამატება
შემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა,
ნურცა იფიქრებ ვნებასა!
პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც
გაცინებ, მიგცემ შვებასა.
ღვინოსაც შეჰსვამ, მეც დამლევ,
სხვანიც გეტყვიან ქებასა;
დაცლილი სხმასა მიმარტყი,
მაწვიე ჩემსა ნებასა!
რაგვარ მე ვარ აღსავსებით,
შენცა დამხვდი ისე გულად!
ნუ იშიშვი შესმას ჩემსა:
არ ვარ მწარე მეწამულად!
ლალის წყარო ჩემსა შიგან
სდგას და გიცდის შესასმელად.
ჰა, კარგი! ნუღარ სჯაბნობ,
მეწაფე და შემსვი სრულად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა გული დავაგე შენად სარებლადრა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით! ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად, მისთ...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...შავნი შაშვნიშავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა ...მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026