kids.ge logo

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა

ფავორიტებში დამატება
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა!
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა!
ვარდის ბაგენი შვენირად სხვა მაპირებსა!
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!
როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!

ეტლ-შვენირად მორული გამჰსგავსე მთვარეს;
შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს;
ცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს;
სამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს!
არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?

თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი;
შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი.
პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი;
სამართლინი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!
ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!

მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები;
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!
რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!
შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები...
ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...ტანო ტატანოტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვ...დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026