kids.ge logo

ტყის ზეიმი

ფავორიტებში დამატება

ტყის ბინადართ გადაწყვიტეს, 
ერთად შეხვდნენ ახალ წელს;
დიდი ნაძვი შეარჩიეს,
მორთეს, სუფრაც გაწყვეს;
ყველა ერთად შემოუსხდა,
საახალწლო მაგიდას,
ყველაფერი უხვადა აქვთ, 
თქვი ოღონდაც რა გინდა.
დრუნჩამ ცეკვა გაჩაღა,
დაძუნძულებს ბურდღუნა, 
ბაჭია კი ისე დახტის,
ლამის ფეხმა უმტყუნა.
ზღარბი დინჯად გადახედავს
ამ ონავარ ყნაწვილებს,
მერე თვითონ ხელმძღვანელობს,
საცეკვაოდ აწყვილებს.
მოილხინეს საახალწლოდ-
გული კარგად იჯერეს,
მერე სახლებში წავიდნენ
დედიკოს დაჯერეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიოს ცხენებიაჭრიალდა საქანელა და დაიძრნენ ცხენები, ჩაეჭიდა გიო ფაფარს, გადალახა ველები, მოიტოვა თავთუხები, ტყე, ჭალა ...ნუციკო სოფელშიდღეს სოფელში მიყავს ბებოს, პაწაწინა ნუციკო, დაახვედრებს თბილ ბუხართან ფისუნია ცუციკოს. სოფელს თეთრი თოვლი...ნინია და ფინიაგაუმართლა მურიკელას, ჩვენ კუდგეძელა ფინიას, გარეთ თოვლში სასეირნოდ გაიყვანა ნინიამ. მერე ერთად იხტუნავეს,...ბეკეკო და ეკუნადღეს ეკაკოს ბეკეკუნა, მოუყვანა პაპიკომ, მწვანე ბალახს მოვუტანო, რომ როგორმე გავტიკნო, ფიქრობს ეკა პაწაწინ...ყოყლოჩინა ბატუკატყაპა–ტყუპით გაიარა, მთელი ეზო ბატუკამ, დამიხედეთ, რა დღეშია, ან ასე რამ გატუკნა. უყრის სიმინდს ბებო ნატა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026