kids.ge logo

მავნე ნინკო

ფავორიტებში დამატება

ნინიკომ ბაბუს ჩიბუხი
განზრახ დამალა სხვენში,
ბებუკოს დიდი  სათვალეც,
შემოიმტვრია ხელში...

ფისოს საჭმელში ჩააგდო
გიორგის ჭრელი ჩუსტი,
მამის სადგისით გახეთქა
თიკოს ლურჯი ბუშტი.

ჩვენს დიდ განჯინას ნინიკომ
სკამი მიადგა ხვნეშით,
გადმოაგდო და გატეხა
ზედიზედ შვიდი თეფში,

ბებიამ მისცა შენიშვნა
დეdაც გაწყრა, მამაც,
- ყველა თეფში რომ გატეხე,
რაზე აპირებ ჭამას???!!!

ცოტა შემცბარი ნინიკო
არ დაბნელა წამით:
- შენ არ იდარდო, დედიკო,
ჩვენ ხომ გვაქვს ბევრი ჯამი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიაცივდაო, დედიკომ, დამიმატა სამოსი, მცხელა, მცხელა შუბლიდან სიმწრისოფლი ჩამომდის... გარეთ ქარი მბრძანებლობ...თოვლის ბაბუათეთრი ფიფქით მოლრთულა, ირგვლივ მთა და ველი, საახალწლო ნაძვის ხესთან ვიცინით და ვმღერით! გვჯერა თოვლის ბაბ...თაფლიმე და ბაბუმ სოფელში, გავაკეთეთ სკები. მოვაშენეთ ფუტკარი და თაფლითა ვტკბებით. ჩიტი ფეფო დაგვძახის: -ნუ იქნ...ნალია თუ ნალი?დღეს შენიშვნა მისცეს ნინოს, არ მიუძღვის ბრალი, ერთმანეთში აერია ნალია და ნალი! -შვილო, ნალიაში ყრიან სიმი...* * *თეთრად გადახატულა ბაღში ჩვენი ხეხილი, დარბის ფისო ხატული, გადათელა ჯეჯილი. აგერ, ბაბუ ფუსფუსებს,  ვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026