kids.ge logo

ქურდბაცაცა ბაჭია

ფავორიტებში დამატება

ყურებცქვიტა, ბაცაცა,
ჭკუმოკლე ბაჭიას
შეხეთ, ერთი რასა ჰგავს,
სახე დამანჭია!
თურმე, წუხელ ბოსტანში
შეპარა მალულად,
გადაჭამა სტფილო,
პირი ჩაიტკბარუნა.
მაგრამ, მოლოდნელად,
პილპილს წაწყვეტებია,
ქურდობისთვის ისჯები!
- აქოთქოთდა ბებია.
ამ დღის შემდეგ, ბებიკოს
ბოსტანს მტერი არა ჰყავს,
ქურდი ბაჭის ამბავი,
ჩვენში დადის არაკად...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026