kids.ge logo

ერთი რამ მინდა სათქმელად

ფავორიტებში დამატება
ერთი რამ მინდა სათქმელად,
გულს ნისლად დაფარებული,
ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი
სამღერლად დაბარებული.
ვსთქვა, თუ არა ვსთქვა, რას მეტყვით,
გულისაც დავალებული?!
შორს მიდის ჩემი გონება,
ოცნება გამალებული;
გულს ბევრი უნდა ტიალსა -
ხარია ალაღებული.
ნუ მომთხოვთ, მაშინ არ ძალმიძს
მსჯელობა დალაგებული…
მაინც ბოღმა მკლავს, მაინცა
რა ვარ გალაღებული.
ნეტავ, დაგლევდი, ბუნებავ,
შენის ცოდვით და მადლითა,
ან შენ დამლევდი, რომ შენთან
მეც მემუშავა ადლითა.
ვერ სძღები სიყვარულითა,
გულო, არ იქნა არობით;
იმღერე, ისევ იმღერე,
ჟინი მოკალ გალობით;
ეს გაზაფხულიც ჩამოდგა
ქვეყნის დამდგენის წყალობით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოდთქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს, ახლებო, გენაცვლენითა; სიცოცხლე მიათკეცდება თქვენის სიკეთის სმენითა. აკეთეთ რა...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026