kids.ge logo

ბუნების სიყვარული

ფავორიტებში დამატება

ხან ღრუბლებში გავეხვევი,
ხან მზის სხივი დამიპყრობს,
მე ბუნების სიყვარულს
ვეღარავინ ჩამიქრობს.

თოვლის ფაფუკ ფანტელებს
ხელის გულზე დავიტევ;
ყინულის ლურჯ ლოლუებს
ვარდებივით დავიჭერ...

ზაფხულსა და შემოდგომას
სიყვარულით ვუყურებ,
ფრინველების ლამაზ გუნდს კი
ჩვენთან ყოფნას ვუსურვებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026