kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
გაზაფხული სურათია,
თვალწარმტაცი,მომხიბვლელი,
ბით და ენძელებით,
გადიჭედა მინდორ ველი,
ღიღილო და ვარდკაჭაჭა,
თავს უხრიან ერთურთს ნაზად,
მრავალფერა ყვავილები,
გეფინება ფიანდაზად.
აქ მერცხალი დაჭიკჭიკებს,
ბუდეს აგებს თანდათანა,
იქ ჭრელ პეპლებს ვარდის ირგვლივ,
გამართავთ განდაგანა.
გან და განი, გან და განი,
ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი,
ეს ფერხული, ჟრიმული,
კიდევ გასტანს დიდი ხანი?
ატმებსა და ტყემლის კვირტებს,
დაბერათ მსხვილი ცური,
ალმურ ასდით ბროწელებს,
კიდებათ სიყვარული,
ჯეჯილმა კი როგორც იქნა,
მოხეთქა მიწის გული,
და დაფარა თვის სიმწვანით,
ტრაქტორების სწორი ხნული.
თას ფერთა ჰარმონია,
ჩიტუნების მაჟორ გამა,
თუ გსმენიათ, ან გინახავთ,
ამ სურათის მსგავსი განა?
ნაკადულმა გადმოხეთქა,
დიდ მდინარედ გადაიქცა,
ცა გრგვინავს და ჯეჯილ ღელავს,
და გუგუნებს თავად მიწა.
მინდორ ველი გადაივსო,
თხფეხით და ფრინველ-მწერით,
ბალახებში დაფაჩუნებს,
მსუქანი და დიდი მწყერი.
მხირულად დაღიღინებს,
სამური სიო ნელი,
რძიან ბალახს ეტანება,
ქათამი თუ საქონელი.
მზე მაცდურად იღიმება,
და იმედით ჩქროლავს გული,
სეთია, სანატრელი,
საყვარელი გაზაფხული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026