kids.ge logo

ხევზედ მიდიან ნისლები

ფავორიტებში დამატება
ხევზედ მიდიან ნისლები,
გაჩქარებულნი, მღერითა.
როგორ ხარობენ ტივლები,
რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა!

ვეღარას ვხედავ ბეჩავი,
გამიქრენ წვერნი მთისანი;
ვაჰმე, ვეღარა მწვდებიან
სათბობლად სხივნი მზისანი.

ბარემ მეც ჩამთქით, ნისლებო,
დამნაცრეთ, დამაფერფლეთო,
თვალნი დამთხარეთ, გულისაც
სადილი გაკეთეთო.

სად მიხვალ, სადა, ყორანო,
შენ მაინც შამიბრალია,
მიამხანაგე, გენაცვლე,
ყრანტალით გამახარია!..

წავიდეთ, ერთად წავიდეთ,
მოვშორდეთ მშობელს მხარესა,
ნუღარ ვიხილავთ საყვარლის
ჩვენის ქვეყნისა მთა-ველსა.

წავიდეთ, გადავიკარგნეთ.

დავსთელოთ სხვისნი არენი!
ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ
ცრემლის წყარონი მწარენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026