kids.ge logo

ყვავილების სილამაზე

ფავორიტებში დამატება

ნისლი ყელზე მოხვევია,
ზამბახსა და შროშანს;
ყვავილების სილამაზე,
ბურუსშიაც მოსჩანს.

მინდვრის ლურჯი მძივები
მასი მართლაც ულევი,
უხვი ფერებით გვავსებს...
დატრიალდება სურნელი,
ლამაზ ფერებში გაგვხვევს.

მიმოფანტულა ველებზე,
ლურჯი მძივები მინდვრის;
ჯერ ცვარს ნატრობს და მერე მზეს,
სანამ დაფარავს ბინდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026