kids.ge logo

ტურა სანი

ფავორიტებში დამატება

გაცანით ტურა სანი,
ბიზნესი აქვს კრუასანის.

არ სცილდება თავის საცხობს,
ხან ცომს ზელს და ხანაც აცხობს.

იფ, იფ, იფ, იფ, რა სურნელია!
ამრავი მსურველია.

მეძვირეა მეტად სანი,
ცხრა ლარი ღირს ერთი ცალი.

კრუსანს კი, ბარაქიანს,
სამი ლარის კარაქი აქვს.

ფქვილი და შაქარი და წყალი,
დიდი-დიდი, ერთი ლარის.

დარდი არ აქვს ტურა სანს,
ხუთ ლარს უგებს კრუსანს.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026