kids.ge logo

არწივის ბრძანება #1

ფავორიტებში დამატება

სულით, ხორცით და ბუმბულით
პოტი იყო ბულბული.
გადაკიდა წეროო,
ლექსი მე უნდა ვწეროო.
ეს რომ გაგო ვარდმაო,
გადაიყოლა დარდმაო.
ეს რომ შეტყო არწივმა,
თვალთაგან რისხვა აწვიმა
ბრძანა: - მომგვარეთ სულელი,
ვარდს დაუბრუნოს სურნელი,
თან გადაცით წეროსა,
არც წეროს, არც იმღეროსა,
თორემ ფრთასა და ბუმბულსა
გავაცლი ღერო-ღეროსა,
წერომ ბაყაყებს მიხედოს,
ლექსი ბულბულმა წეროსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მანანა და ლალიმ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი! ლალი - რაო, ჩემო მანანა? მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გა...ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...დათუნიას მოსაწვევი ბარათისათაფლიას უსიერში ყველას, ყველას გელით, ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი, საამაყო ბელი. ფიჭვნარში მაქვს გამართუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026