kids.ge logo

გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენ

ფავორიტებში დამატება
გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ
შუზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატილო მდინარეს.
მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე - შენა
გაცინებული პირითა.

ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრილებს,
ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრილებს!..

რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
რა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026