kids.ge logo

რამ გაგაჩინა, ქალაო

ფავორიტებში დამატება
რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!
რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..
ოღომც-კი შენთან მამყოფე, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დატირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
სეც მზებას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...პაპიჩემის ანდერძიშვილო, რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026