kids.ge logo

რუსთაველის ნეშტი

ფავორიტებში დამატება
მგოსანო საქართველოსავ,
წამოხედე ზეზედა,
ხილე შენი სამშობლო,
მიმორე მზეზედა.
შენი ერისა ჭაბუკნი
გიამბორებენ ხელზედა;
მართლდება შენი ნათქვამი
თასზე განა ერთზედა?

თავისუფლდება მონები,
შენ გულს რომ გჭირდა წყლულადა;
ნეხვთა და ვარდთაც ლამის რომ
მზე მოფინოს სწორადა;
ღარ ვართ გუშინდელები,
ვიქცენით ერთი-ორადა;
წამოგვეზარდნენ ჭაბუკნი,
ჰნახო, სცნობ არწივ-ქორადა!
თავს სწირვენ ნესტანისათვის
ტარილივით ლომადა.
და ივერიის დიდებას
ხალხს აუბნებენ შორადა.
აღვსდეგით, ცამდე ავმაღლდით
ნათქვამნი ჩასაქოლადა.

თუ არ წამოხვალ, მანდ მოვლენ;
დღემდის ბევრებსაც ჰნახავდი.
ვიცი, რომ გიმებოდა,
გულს ვარდად დასახავდი
სახესა ვაჟკაცებისას.
მიღე, როგორც შვილები,
თავ-დადებულნი ქვეყნისთვის,
შენი სამშობლოს გმირები.
კურთხე შენის მარჯვენით
ეგ მარგალიტის ღილები,
სამშობლოს მკერდით აჭრილნი,
მისთვის დამწვარი ცვილები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026