kids.ge logo

პატარა ბიჭის ნატვრა

ფავორიტებში დამატება

სამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს,
შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს!
და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს,
რომ ცხინვალი არის საქართველო !
სანადიმოდ აფხაზეთში წავალ-
გადავივლი ცხრა მთასა და მდელოს.
ბავშვობიდან ჩავუნერდოთ ყველას,
რომ სოხუმი არის საქართველო !
სიყვარულით კვლავ გავითბობთ გულებს
არ გვჭირდება საზღვარი და ხაზი.
ერთინი საქართველოს ზეცას
დამილოცავს ოსიც და აფხაზიც.
მონატრებულს დაგიკოცნი მიწას.
კაცს ვერ ვიტან ორგულსა და ორპირს.
საქართველოს დროშას გავშლი მალე
და ცხინვალში გადავიხდი ქორწილს!!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოახალი წლის მობრძანებას მოგილოცავთ წრფელი გულით. სავსე იყოს იმედებით, სიკეთით და სიხარულით. ქრისტე ღმერთი ...მხიარული წვიმაციდან მოდის წკაპა-წკუპით მხიარული წვიმაო, ფანჯრის მინას მოუყვება წვეთი პაწაწინაო. აკაუნებს სველ მინაზე პა...ანანომამიკოს ნებიერა ვარ. დედიკოს გულის მალამო. ბაბუას მომღერალი და ენაჭიკჭიკა ანანო. ვიცი ვჯიუტობ ხანდახან, ზ...ზამთარინეტავ საიდან გაჩნდა ამდენი ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა. ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები და დედამიწას გადმოაყ...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა და, დაგაყვითლდა მინდორ - ველი. მოსავალით კვლავ აივსო ბეღელი თუ საწნახელი. ღვინობისთვეს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026