kids.ge logo

მივარდნილი აივანი

ფავორიტებში დამატება
ამპარტავანი თათარი,
ზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი,

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნენა - კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე,
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ოქტავებით ვწერ პომას,
სეც საქმეა თუ არა?
და სოფლის უდაბნობას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
თუოდ მოვა, თუ ელი:
თბილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო თბილისმა
ჩინებულება ჩინელი.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!..
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ...მე და ღამეეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარი...ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...მელანქოლიური მოსიმღერემშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს უნაზესი სი...მერიშენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026