kids.ge logo

საპატიო სახელი

ფავორიტებში დამატება

ზვიდი და ამაყ მთები,
შავი ზღვა და ზურმუხტ მდელო,
თვალწარმტაცი, შესაშური,
მაქვს სამშობლო საქართველო.

წინაპრებმა შეგვინახეს,
სისხლით მორწყეს ბრძოლის ველი,
მეც მებრძოლად დავიბადე,
შეპოვარი ქართველი.

ვერც ერთ გოჯს ვერ მივცემ ვერვის,
ვერ დავთმობ სამშობლოს მზიანს,
საპატიო სახელი მაქვს,
საქართველოს შვილი მქვია.

ჩემი ენა უძველესი,
წყაროსავით მორაკრაკე,
გამოვლენა კულტურის და,
საამაყო ერის სარკე.

წმინდა ქრისტე, ჩვენი ღმერთი,
გვლოცავს, ხატთან ვანთებ სანთელს,
ვენაცვალე ჩემს სამშობლოს,
სე თბილს და ასე ნათელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026