kids.ge logo

პატარა ბიჭის ნატვრა

ფავორიტებში დამატება

სამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს,
შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს!
და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს,
რომ ცხინვალი არის საქართველო !
სანადიმოდ აფხაზეთში წავალ-
გადავივლი ცხრა მთასა და მდელოს.
ბავშვობიდან ჩავუნერდოთ ყველას,
რომ სოხუმი არის საქართველო !
სიყვარულით კვლავ გავითბობთ გულებს
არ გვჭირდება საზღვარი და ხაზი.
ერთინი საქართველოს ზეცას
დამილოცავს ოსიც და აფხაზიც.
მონატრებულს დაგიკოცნი მიწას.
კაცს ვერ ვიტან ორგულსა და ორპირს.
საქართველოს დროშას გავშლი მალე
და ცხინვალში გადავიხდი ქორწილს!!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა მოვიდა და გადაყვითლდა მინდორ-ველი. მოსავალით კვლავ აივსო ბეღელი და საწნახელი. ღვინობისთვეს კვლა...„მამული, ენა სარწმუნოება“ მუდამ გახსოვდეს -არ უღალატო თუნდ შეიცვალოს ბვერი დროება, მშობლიურ ენას, საქართველოს და მართლმადიდებელ სარ...პატარა ვაჟკაციდედი გეზრდები ვაჟკაცი, დარდი არ გქონდეს რამის. მსურს პატიება ვითხოვო ბევრი უძილო ღამის. შენმა ზრუნვამ და ...შემოდგომის ამინდიცა საავდროდ მოიღრუბლა, ქარიც დაქრის აშარი და დაჰყვება აღმა-დაღმა ხმელ ფოთოლთა ლაშქარი. მოირბინა ეზო-ეზო, ...სპილოერთ დღეს დედამ ზოოპარკში წაიყვანა ჩვნი ილო. გაოცება ვერ დამალა ბიჭმა, როცა ნახა სპილო. ილო ხორთუმს დააკვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026