kids.ge logo

მესხის გამოხედვა

ფავორიტებში დამატება
ის გამოხედვა მზირი
შვილთა ვალი და სესხია,
შეგრძნება ტიტანირი,
ტყვი: ნამდვილი მესხია.

ის გამოხედვა სხვა, წრფელი,
ვერავის ვერ მოესყიდა
და ამაყობდა ქართველი
იმ ერთი ვინმე მესხითა.

იმ გამოხედვით არეებს
უკვდავი ცა მიესხურათ,
ვეფხვების შემოგარეებს
სხვა ვერვინ იტყვის მესხურად.

ის გამოხედვა გასდევდა
შთამომავლობას მესხივედ,
იბრძოდა, თავს გადასდებდა
თავგანწირული მესხივით.

რის ტალღათა მოხეთქვა
ძლირი, არ უნებური.
მითხარით, სხვა გამოხედვა
სად არის მესხისებური?!

გრიგალია თუ სეტყვაა,
არ მეშინია მე სხვისა,
ქართველში გამოხედვაა
იმ ერთი ვინმე მესხისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაღლილ წამწამთ ქვეშდაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მ...ის მიდიოდა ქუჩაში ერთიის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრის...გეტერაღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს ეძ...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...მაისის ისრითამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები, კარგია თრობა. არ მებრალება მე ჩემი მტრები, და ვიცი მტრობა. მაისის ისრით...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026