kids.ge logo

მელა, ტურა და კურდღელი

ფავორიტებში დამატება

ხესთან, ბუჩქში ჩამალულა,
მატყურა მელაკუდა;
რა ხანია, კურდღელს ელის,
მელას კურდღლის შეჭმა უნდა.

დასცხა მსუნაგს, ოფლი დასდის,
ბრაზობს, სული ეხუთება;
ფხიზლობს, არვინ შეამჩნიოს,
თავის გრძელ კუდს ეხუტება.

უცებ შეკრთა, ხმა მოესმა,
ხედავს, მისკენ მოდის ტურა;
ადგა, თავი მორიდა,
სოროსაკენ გაეშურა.

იქვე ბილიკს ჩაუყვა და
რომ ჩავიდა გზის ბოლოში;
ქეთ - იქეთ მიხედა,
შეძვრა თავის ბნელ სოროში.

კურდღელი კი, ბედზე ამ დროს,
სახლში იწვა, სიცხე ჰქონდა;
შუბლზე ედო ცივი ტილო.
რაც ძალიან არ მოსწონდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნოქარი დათვი და ნოქარი მელიაროგორც კარგი ნოქარი, დათვი, ქების ღირსია; მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, მას არ უყვარს ნისია. მელა, საქმეს, პირი...ფისომ უთხრა მეწველ ძროხასფისომ უთხრა მეწველ ძროხას; - ძროხავ, ძროხავ, გეხვეწები. გთხოვ, მეც ისე მომეფერე, როგორც შენს ხბოს ეფერები...მეხანძრე სპილოსპლიყვი ვიყავ, გავიზარდე, სპილო გავხდი, მაგარი. არ დამცინოთ, ბავშვებო, არ დაიწყოთ ხარხარი. სახანძროში ვმუ...ანბანთქებანანა, გიო, დათო, ანი... ა - ასოსა ჰქვია ან-ი. ბ - ასოსა ჰქვია ბან-ი. ხელები გვაქვს დასაბანი. გ - ასოსა ჰქ...მართაპიანინოს ძლივს წვდება, ჩვენი ცელქი მართა. წამოსკუპდა სკამზე, წელში გაიმართა. ყველას გამოგვიცხადა: - რა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026