kids.ge logo

გაბუტული ნატო

ფავორიტებში დამატება

ბებომ გული გამიწყალა,
მიკრძალა თამაში.
მსაყვედურობს, ნუ ცელქობო,
ნუ დადიხარ ტალახში;
თორემ დედას დავურეკავ,
წაგიყვანოს ქალაქში...
ჩემო ბებო, ბებიკონა,
ბა, ავი არა ვარო?
აქ, ხომ ყველგან ტალახია,
მიპასუხე, სად ვირო?
არ გავერთო? სახლში დავჯდე?
ეს მომბეზრდა ქალაქშიაც.
ჭამე-ჭამეს, რომ მეძახი,
მე ჯერ სულაც არა მშია;
და თუ აღარ მათამაშებ,
თვითონ წავალ ქალაქშია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წიწილებო!წიპა! წიპა! წიწილებო, არ წახვიდეთ შორს; თქვენს დედიკოს დაუჯერეთ, მოერიდეთ ქორს! იცით, გუშინ, დღისით, ქორმ...ჩემი ცელქი ფისოჩემს პატარა ფისოსა, ვერვინ სჯობნის ჭამაში; ჭამით როცა გაძღება, ჩემთან უყვარს თამაში. ფისო, ისე ცელქია, მა...ფანქარზე გაბრაზებულიგავებუტე ჩემს ფანქარს, რადგან კარგად ვერ ხატავს, ვერც სახლს, ვერც ძაღლს, ვერც კატას... არა, თხა და კვატია...განცხადებადამეკარგა ფისო, ფუმფულა და ჭრელი; თუ იპოვით თავზე გადაუსვით ხელი. უთხარით რომ სახლში მოუთმენლად ველი....სპილოგააჩერა სპილომ მოძრაობა გზაზე დააბიჯებს, ურცხვად მანქანების თავზე... ირგვლივ ამტყდარ პიპინს სულ არ უგდებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026