kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

მომილოცე და მაკოცე
გამო გარეთ ფიფქი ცვივა,
ჰა ქუდი, აქა ქურქი
გაგიჟდები ისე ცივა.
მომილოცე თოვლი მოდის,
როგოც იქნა დადო თეთრად...
ვიგუნდაოთ, ვისრილოთ,
ვაშენოთ ბაბუ ერთად.
მოუხდება გირჩის ცხვირი
დავაფაროთ ვედრო ქუდად,
მზეო არ გამოანათო,
არ გაგვიხდეს ბაბუ ცუდად.
არ მოხვიდე გაზაფხულო,
მიყვარს როცა ფიფიქი ცვივა,
მერე რა რომ სულ დავსველდი,
მერე რა რომ ასე ცივა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამამამამ პლედი მოიფარა, ვითომ დათვის ბელია, ჰაჰ, ამაზე სახალისო მგონი არაფერია. ახლა პერანგს აფრიალებს აფრია...გიოს უნდა რაინდობაერთი, ორი, სამი... მომაწოდეთ სკამი. მომახურეთ გრძელი, ჭრელი მოსასხამი. ოთხი, ხუთი, ექვსი, მათქმევინეთ ლექ...სკოლაში წასვლის წინმაგიდაზე ალაგია პენალი და რვეულები ზედ ბავშვები ახატია - ცოტა გადარეულები. სულ ახალი ჩანთა სკამზე, საყიდლ...* * *მოიწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს? ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო... გუშინ შევუკერე და ლამაზია...სწავლა იწყებასექტემბერია, სწავლა იწყება, ჩანთას და წიგნებს მყიდულობს დედა, ცოტა გრძელი მაქვს ლურჯი შარვალი, მაგრამ ძალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026