kids.ge logo

საახალწლო საჩუქარი

ფავორიტებში დამატება

გადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს.
- გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! -
უბნება მშვიდად ბებო, გარია რძეში ერბო,
- დალიო! - დაძალა, სულის მოთქმა არ აცალა.
ჩამოაცვა ფეხზე წინდა, მერე ცხვირი მოუწმინდა...
რეზო უფრო ასლუკუნდა, ენატრება ციგა, გუნდა...
უნდა გარეთ, უნდა თოვლში... აღარ უნდა რძე და ბორში!
და თუ გჯერათ სასწალის, გაგისკდებათ ახლა გული.
აქ რა უნდა წითელ კაბას? ვინ დგას მის წინ? - თოვლის პაპა!
საკვამურში ჩაძვრა, ჰოდა, ბებოს წასვლას დალოდა...
და ბუხრიდან ჩამომხტარმა ჩვენი რეზო გახარა...
მარტო პაპა იყო განა? საჩუქრებიც მოტანა...
რეზო ისე გახალისდა - დავიწყდა „გარეთ მინდა!“...
და კარგად რომ დააკვირდა, ახითხითდა და აყვირდა...
უძგერდა ისე გული... ბებო იყო გადაცმული...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა. ვაზა არა, ლარნაკი, გატეხა და ჩახტა. ცოტა წაეთამაშა, შემოატყდა მგონი, სასდილო...წერილი ლაპლანდიიდან ბებიასბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთე...* * *- სოფიკუნა ცუნცულა, რატომ სცივათ წიწილებს? აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს. -არაფერი დედკო, ვაბანვ...სახლობანამე და ბებოს გვიყვარს ერთად სახლობანას თამაში, კუბიკებით კედლებს ვაწყობთ, რაა ცუდი ამაში. დედა სულ არ გვეხ...* * *მოიწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს? ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო. გუშინ შევუკერე და ლამაზია ძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026