kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

მოწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს?
ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო.
გუშინ შევუკერე და ლამაზია ძალიან,
თმაც კი დავარცხნილი აქვს, აბა რისი ბრალია?
არც ხმას იღებს, არც მღერის, არც მეძახის: ანაო!
არც ჩემი სიტყვა ესმის და არც იავ-ნანაო.
ვერც სხვა ბავშვმა გაართო, მოვუყვანე დაქალი,
მერე დედამ უყიდა ელემენტი ახალი.
რომ ჩადო ამღერდა, მორთო სტვენა, ყვირილი...
ლემენტის გულისთვის შეიძლება ტირილი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაწვიმა ტოტზე ქანაობს, ქარი ზუზუნს ვერ მორჩა, ტყე გაყვითლდა სიმწვანე ალაგ-ალაგ შემორჩა. მუხამ ჩაიბუტბუტა: -...შეყვარებული კუკუ ტრიალებს, ცეკვავს ტანგოს, ხვლიკი ფიქრობს რამე ავნოს... დაუარა განდაგანა, თუ გინახავთ ამისთანა - გაჰკრა...სწავლა იწყებასექტემბერია, სწავლა იწყება, ჩანთას და წიგნებს მყიდულობს დედა, ცოტა გრძელი მაქვს ლურჯი შარვალი, მაგრამ ძალ...დილის ლექსიმოდი, ტაში შემოვკრათ, მივესალმოთ მზეს, რა ნათელი დილაა და რა კარგი დღე. კიდევ ტაში შემოვკრათ, გავუღიმოთ დ...* * *- სოფიკუნა ცუნცულა, რატომ სცივათ წიწილებს? აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს. -არაფერი დედკო, ვაბანვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026