kids.ge logo

საახალწლო საჩუქარი

ფავორიტებში დამატება

გადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს.
- გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! -
უბნება მშვიდად ბებო, გარია რძეში ერბო,
- დალიო! - დაძალა, სულის მოთქმა არ აცალა.
ჩამოაცვა ფეხზე წინდა, მერე ცხვირი მოუწმინდა...
რეზო უფრო ასლუკუნდა, ენატრება ციგა, გუნდა...
უნდა გარეთ, უნდა თოვლში... აღარ უნდა რძე და ბორში!
და თუ გჯერათ სასწალის, გაგისკდებათ ახლა გული.
აქ რა უნდა წითელ კაბას? ვინ დგას მის წინ? - თოვლის პაპა!
საკვამურში ჩაძვრა, ჰოდა, ბებოს წასვლას დალოდა...
და ბუხრიდან ჩამომხტარმა ჩვენი რეზო გახარა...
მარტო პაპა იყო განა? საჩუქრებიც მოტანა...
რეზო ისე გახალისდა - დავიწყდა „გარეთ მინდა!“...
და კარგად რომ დააკვირდა, ახითხითდა და აყვირდა...
უძგერდა ისე გული... ბებო იყო გადაცმული...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეყვარებული კუკუ ტრიალებს, ცეკვავს ტანგოს, ხვლიკი ფიქრობს რამე ავნოს... დაუარა განდაგანა, თუ გინახავთ ამისთანა - გაჰკრა...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...ნუ მოჭრი - დარგე!დაზამთრდა და ნაძვის ხისთვის ტყეში მიდის გიგო, დიდი ნაძვი უნდა მოჭრას  სახლში წამოიღოს. ხელოვნური ნაძ...* * *მომილოცე და მაკოცე გამო გარეთ ფიფქი ცვივა, აჰა ქუდი, აქა ქურქი გაგიჟდები ისე ცივა. მომილოცე თოვლი მოდის, ...ჭიანჭველაამ პატარა ჭიანჭველას, ეს რამხელა ტვირთი მიაქვს, ბაყბაყ-დევი უნდა ერქვას და პატარა მწერი ქვია. არც მკბენს,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026