kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

შემოდგომა დამდგარა,
ფერთა აყალ-მაყალით,
ჩვენც წავედით ვენახში
მწვადითა და მაყალით.

ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,
მართლაც სასწალია,
ტკბილზე ტკბილი ყურძენი
ქვევრში ჩასაწურია.

ქარვისთვალა ყურძენი
საწნახელმა შეჭამა
არ დატოვეს არც ერთი
მე სხვა დროს რომ მეჭამა.

დაღლილებმა სუფრასთან
მოილხინეს ქართულად,
შრომაშიც და ქეიფშიც
ვაჟკაცურად გართულან.

შარშანდელი ღვინო სვეს,
გამასინჯეს სასმელი,
ღვინოს ჯობდა, მტევანი,
რთველში ხილად საჭმელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...გოჭებიდილიდანვე ეზოში ისმის მოთქმა-გოდება, ეს რა დღეში ჩამაგდეს უსირცხვილო გოჭებმა. დედა ღორთან გოჭები ერთობოდნ...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...შველიამამლის ყივილით დაიწყო ნათელი დილა სოფელში, მზის სხივს აასწრო ბებიამ, უკვე წასულა ბოსელში. ლაჟვარდი ცისკრი...ფუტკარიფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით, საით მიფრინავ ფუტკარო? ყვავილებს მიუალერსებ დედიკოს ასე უთხარო. ვიშრომებ ცოტას, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026