kids.ge logo

ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა

ფავორიტებში დამატება
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადახალა.
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.

ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი,
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადახალა.

ტყდა ქუხილი, გავარდა მეხი, -
გაეხმარა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში, ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...წამყე ბეთანიისაკენ!წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია დ...ვიგონებ რა იმ მიქელანჯელოსვიგონებ რა იმ მიქელანჯელოს, არაა ძნელი მთების დანდობა, რომ ცისკრისკენ მაღალ ანგელოზს ესაფეხუროს ლალის ტატ...მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026