kids.ge logo

ხანჯალს

ფავორიტებში დამატება
შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
მოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
მართლოდ დაჩაგრულსაო!

ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
რივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.

მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს ატირე დედაო!

ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
მართლოდ დაჩაგრულსაო!

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!

გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
ღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...ჩემო თავო, ბედი არ გიწერიაჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026