kids.ge logo

ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა

ფავორიტებში დამატება
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიდონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე ისო,
სულო, ჭაობზე უნოტისო.
დუმალია ჩვენი სერობა
და ღამების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხ;ზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზესედება კორძი...
სე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
ელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...აკაკის ლანდიმდუმარე მხარეს შორი მთებისას დაჰხარის ღამე და ანდამატი. იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა, გამოჩნდა მაღალ პოეტ...გურიის მთებიწინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რ...მე და ღამეეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026