kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

შემოდგომა შემოსულა,
ეს რამდენი ფერებია,
ღირსელი მოსავალით,
ქება შეუფერებია.

სად ყურძენი იკრიფება
სადღაც მაჭრის დუღილია,
სადაც კი არ გახედავ
ყველგან შრომის ქუხილია.

ზვრების თავზე, წკრილა ხმით
ფანდურს უკრავს ბიჭი ლალე,
დაამღერებს ვაჟკაცურად:
_შემოდგომა გენაცვალე!

რა კარგია შემოდგომა,
ეს ხები თავდახრილი,
ამრავი სასუსნავი,
მრავალფეროვანი ხილი,

ბებოს დაჭრილ ჩამიჩებს
მზე გაგვიშრობს თაკარა
თხილიც ძაფზე ავაცვით,
მოვადუღეთ თათარა,

ამოვავლეთ ჩურჩხელა
გასაშრობად გავკიდეთ,
სხვენში ხილს შევინახავთ
კიდოსაც დავკიდებთ.

ამ ყველაფრის შემყურე
ხარობს შრომის ამქარი
ლალე ფანდურს ჩამოჰკრავს
არ აშინებს ზამთარი.

ბებო ლოცავს ღიმილით,
შენ იხარე მრავალ წელს,
ამ თხილით და ჩურჩხელით
მოგილოცავ ახალ წელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხელოსანიჩუმად პაპის სახელოსნოს ამოვხსენი ურდული, იარაღი მჭირდება გავაკეთო შურდული. აგერ ერთად აწყვია ხერხი და შალ...პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...- დამაცადეთ!ხშირად ჭკუას მარიგებენ, ხშირად კიდეც მტუქსავენ, ამას ჩემთვის აკეთებენ, და ამას ხაზს უსვამენ. სწავლა თურმე...ფუტკარიფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით, საით მიფრინავ ფუტკარო? ყვავილებს მიუალერსებ დედიკოს ასე უთხარო. ვიშრომებ ცოტას, ...„მაუსი“ერთ საღამოს მამამ სახლში მოიტანა ყუთებით, ყუთებიდან ამოიღეს შეფუთული ფუთებით, ზოგი ისე დაამაგრეს, ზოგს და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026