kids.ge logo

შველია

ფავორიტებში დამატება

მამლის ყივილით დაწყო
ნათელი დილა სოფელში,
მზის სხივს აასწრო ბებიამ,
უკვე წასულა ბოსელში.

ლაჟვარდი ცისკრის კიდეზე
თასფრად გადახატულა,
ბოსელში ბებოს ელიან
შველია და ხბო-ხატულა.

რიჟრაჟზე ძილ-ღვიძილში ვარ,
მაგრამ ვერ დავთმე საწოლი,
ხატულამ გამინაწილა
ხალი რძე და მაწონი.

ყველა დამჯდარა საუზმედ,
მხოლოდ მარტო მე მელიან
ხალი რძე და ყველისთვის
მადლობა ჩემო შველია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...ფეხბურთისაღამოზე მეგობრები სათამაშოთ წავედით, ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ სოფლის ბოლოს გავედით. წესები გვაქვს, ვერავ...პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026