kids.ge logo

თევზაობა

ფავორიტებში დამატება

ერთ საღამოს ბიჭებმა
ანკესები ავიღეთ,
გადავწყვიტეთ დილაზე
სათევზაოთ წავიდეთ.

დილით ადრე რიჟრაჟზე
თავს დამადგნენ მძინარეს,
ძნელია თუ ადვილი
მივადექით მდინარეს.

ბევრი სატყურა გვაქვს
მაგრამ დიდი ბოდიში,
თევზი ვერ მოვატყუეთ
დავიღალეთ ლოდინში.

რამე უნდა ვიღონოთ,
ვეუბნები დაღლილებს,
სე დაბრუნებულებს
უფროსები დაგვცინებს.

ბებოს წყალში უწყვი
გაყინული თევზები,
რომლისგანაც სადილზე
მოგვიმზადა კერძები.

ჩვენში ერთ-ერთს ვუთხარი
შენ ჩადექი კარებში
მე სასწრაფოდ თევზები
გადავაწყვე ბადეში.

მივუტანეთ უფროსებს,
ვთქვით: არ გაგიკვირდეთო,
დილიდანვე ვთევზაობთ
და ეს დავიჭირეთო.

დაგვაყარეს სიცილი,
გახსენება არ მინდა,
თურმე მთის მდინარეში
დავიჭირეთ სტავრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირობაშენი გვარით და სახელით და ჩემი ცელქი ანცობით, უნდა ვიარო ამ ქვეყნად მე ჩემი წილი კაცობით. გაკვალულ გზაზე ...შემოდგომაშემოდგომა დამდგარა, ფერთა აყალ-მაყალით, ჩვენც წავედით ვენახში მწვადითა და მაყალით. ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,...პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026