kids.ge logo

ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

ფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით,
საით მიფრინავ ფუტკარო?
ყვავილებს მილერსებ
დედიკოს ასე უთხარო.

ვიშრომებ ცოტას, ვიცელქებ,
არ ვიზამ სანანებელსო,
ყვავილის მტვრისგან თაფლს შევქმნი
ჩემს სარჩო-საბადებელსო.

წვეთ-წვეთად სკაში შევზიდავ,
მთლად არ შევიკრავ კრიჭასა,
ცოტას შენც გაგინაწილებ
თაფლისგან დამტკბარ ფიჭასა.

თუ მტრულად მოხვალ გაგიწევ
მეც ჩემებურად მტრობასო,
თუ ძმა იქნები დავატკბობ
თაფლივით მე ჩვენს ძმობასო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიზამთარში თოვლს და სიცივეს ველოდით აქაურები, სასრიალოდ კი მზადა მაქვს ციგა და თხილამურები. შემოდგომაც გავა...ვაშლის ქურდებისაღამოს სოფლის ბოლოზე ერთად მოვგროვდით ბავშვები, რომ მოგვეპარა საჭმელად ჩუმად მეზობლის ვაშლები. დილით პატ...„მაუსი“ერთ საღამოს მამამ სახლში მოიტანა ყუთებით, ყუთებიდან ამოიღეს შეფუთული ფუთებით, ზოგი ისე დაამაგრეს, ზოგს და...შველი - მზეთუნახავიიყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი, ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი. იყო სამოთხე ქვეყანა...გურია და ბიჭი ლექსოშვილის სიყვარულში მდგარმა გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო, სანიმუშოდ მეგობრობენ გურია და ბიჭი ლექსო. ხან მიწაზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026