kids.ge logo

ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

ფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით,
საით მიფრინავ ფუტკარო?
ყვავილებს მილერსებ
დედიკოს ასე უთხარო.

ვიშრომებ ცოტას, ვიცელქებ,
არ ვიზამ სანანებელსო,
ყვავილის მტვრისგან თაფლს შევქმნი
ჩემს სარჩო-საბადებელსო.

წვეთ-წვეთად სკაში შევზიდავ,
მთლად არ შევიკრავ კრიჭასა,
ცოტას შენც გაგინაწილებ
თაფლისგან დამტკბარ ფიჭასა.

თუ მტრულად მოხვალ გაგიწევ
მეც ჩემებურად მტრობასო,
თუ ძმა იქნები დავატკბობ
თაფლივით მე ჩვენს ძმობასო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...წიწილაბებიასთან სოფელში ვარ ახალი ჩასული, სხვენში თავის კვერცხებზე კრუხი დამხვდა დასხმული. სანახავად მისულებს ნ...შემოდგომაშემოდგომა დამდგარა, ფერთა აყალ-მაყალით, ჩვენც წავედით ვენახში მწვადითა და მაყალით. ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,...ახალი კბილიმიყვარს ბევრი კანფეტი და მურაბა ტკბილი, ამ ზაფხულში სოფელში მოვიცვალე კბილი. ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი გავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026