kids.ge logo

ზამთარში ზაფხული მენატრება

ფავორიტებში დამატება

ზამთარში ზაფხული მენატრება,
ზაფხულში - იანვარს ვნატრობ,
მინდორში მყინვარი მელანდება,
მთაში ვარ -
ტრამალი ფართო.
ლაჟვარდო,
სულზე რომ მომენათე, -
მანატრე დამკვიდრება ცაში,
მაგრამ მანდ
მიწა რომ მომენატროს,
მიწა ვინ მაღირსოს მაშინ...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაცხოვარიუნდა ვირწმუნოთ - ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე, ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, - კრულვა სატანის. ურცხვად მოძვრე...საჩუქარიეს გაზაფხულიც მოვიდა და შემოგვცინა მარტმა, მეცა მყავს დედა ლამაზი, მეცა მაქვს ერთი ნატვრა... რვა მარტს სა...წუხელის ბიჭი დაბადებულაწუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წ...საახალწლოთოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის...თებრონემე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე, შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი, მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს; შენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026