kids.ge logo

მზის ჩასვლის მერე

ფავორიტებში დამატება

გომბორს იქით ჩავიდა მზე,
ბრილებდა ყვარელი,
რაღაც უცხო სხივით სავსე,
თვალის გასახარელი.
მზე ჩასულიც -
თას ფუნჯით
ცეცხლის ვნებით მხატვრობდა,
ირგვლივ მთებზე დადაისდა,
ვარდისფერად დატბორდა...
მერმე მწუხრი,
მერმე ბინდი...
სულთან გაყრის წვალება,
ივნისის დღის მშვიდზე მშვიდი -
გარდა... გარდა... ცვალება...
და, ჰა, ორის გულგრილობა,
რა მიწა და
რაღა - ცა...
რაღაც მეაფსუსება და
ნაღვლით მავსებს რაღაცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოთოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის...ზამთარში ზაფხული მენატრებაზამთარში ზაფხული მენატრება, ზაფხულში - იანვარს ვნატრობ, მინდორში მყინვარი მელანდება, მთაში ვარ - ტრამალი ...თებრონემე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე, შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი, მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს; შენ...საჩუქარიეს გაზაფხულიც მოვიდა და შემოგვცინა მარტმა, მეცა მყავს დედა ლამაზი, მეცა მაქვს ერთი ნატვრა... რვა მარტს სა...შემოდგომაამ ვენახებს გახედეთ, დამწიფებულ ყურძნებს, ახლა ვინც ქალაქშია, გული როგორ უძლებს. თქვენ გეძახით ქალაქელ გო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026